ეს მუნიციპალიტეტი უკეთეს ლიგას იმსახურებს და ამ გუნდს აქვს ტრადიცია

მოწინაღმდეგის არჩევასთან დაკავშირებით, საფეხბურთო თვალსაზრისით მწვრთნელმა სწორი არჩევანი გააკეთა . მოსამზადებელ ეტაპზე ფეხბურთელები ერთმანეთს შეეწყობიან.

დაბალი ლიგის გუნდთან ბურთს გააგორებ, ბურთის კონტროლს უფრო შეძლებ და ფეხბურთელებსაც არ მოუწევთ იმდენად ხისტი თამაში. გილოცავთ მოგებას და წინ მრავალი გამარჯვება გველოდება. ქომაგები იმედია ბევრი მოვა საშინაო თამაშებზე 

 მთავარია გუნდს ყურადღება ადგილობრივი მთავრობამ მიაქციოს. ეს მუნიციპალიტეტი უკეთეს ლიგას იმსახურებს და ამ გუნდს აქვს ტრადიცია, თუნდაც ორი საქართველოს თასის ფინალიც რომ გავიხსენოთ. P.S დიდი მადლობა გუნდს და მწვრთნელს მშვენიერი დასაწყისისთვის